კურორტ ბახმაროში დასვენება ზამთრის სეზონზე, ადგილობრივი ტურისტებისთვის თითქმის შეუძლებელია.
ამის მიზეზად სასტუმროების მფლობელები გაუმართავ ინფრასტრუქტურას ასახელებენ და აცხადებენ, რომ ტურისტები კურორტამდე მისვლას ვერ ახერხებენ, რადგან გადაადგილება მხოლოდ თოვლმავლით არის შესაძლებელი, რომლის დაქირავებაც ძვირია.
კოტეჯების ქსელ „სანრაისის" მფლობელი თაკო კოტრიკაძე Businss Insider Georgia- თან ამბობს, თოვლმავლის ერთჯერადი მომსახურების საფასური 1 500 ლარია, თანხის გადახდა ტურისტებისთვის პრობლემაა, განსაკუთრებით ადგილობრივებისთვის, რომლებიც კურორტს უკვე იშვიათად სტუმრობენ.
„კურორტის მიმართულებით გადაადგილება პრობლემაა. ახლა დიდ თოვლია და მანქანას თუ ვერ იქირავებს დამსვენებელი, კურორტზე ვერ მოხვდება.
კოტეჯში ყველა სისტემა გამართული გვაქვს, მაგრამ გარშემო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. რაც გაკეთდა, უმეტესწილად ბიზნესის ხარჯზეა. გზებზე სამუშაოებიც სანახევროდ შესრულდა.
ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა მაინც მიმოსვლაა. ჩხაკაურამდე ამოდიან მანქანები, შემდეგ უკვე თოვლმავალი სჭირდებათ. სულ 2 ადამიანია, ვისაც ეს ტრანსპორტი ჰყავს და ათკაციანი ჯგუფის მომსახურებაში ერთჯერადად 1500 ლარს ითხოვენ. ყველას ექმნება დისკომფორტი, მაგრამ ქართველებს განსაკუთრებით უჭირთ თანხის გადახდა", - ამბობს თაკო კოტრიკაძე.
ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს Businss Insider Georgia- თან სასტუმრო „ძველი ბახმაროს“ წარმომადგენელი ლელა მონასელიძე.
„დამსვენებელი წელს ნაკლებადაა. პანდემიურ პერიოდში მოთხოვნა ისედაც შემცირებული იყო, შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ არც ამ მდგომარეობას ველოდით.
უცხოელები ჩამოდიან. ძირითადად, უფრო ევროპელები აქტიურობენ. ფასები გაიზარდა და ესეც ნეგატიურად მოქმედებს.
ამ დროს ელემენტარული პირობებიც არ არის კურორტზე, ინფრასტრუქტურა საშინელ მდგომარეობაშია, საგზაო სამუშაოები არ დასრულებულა, წყალმომარაგების სისტემა გაუმართავია.
კომუნიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს თვითონ ვაგვარებთ, რაც დიდი თანხა ჯდება. ზაფხულში 1,5 თვეს, ხოლო ზამთარში 2 თვეს არ აჭარბებს ბახმაროში ტურისტული სეზონის ხანგრძლივობა.
სხვა დროს შემთხვევითი დამსვენებლის გარდა იშვიათად გვსტუმრობენ. მინიმალურ მოგებას ვერ გავცდით", - ამბობს ლელა მონასელიძე.
შეგახსენებთ, რომ ბახმარო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და უნიკალური ჰაერით არის გამორჩეული.
საკურორტო სეზონი მხოლოდ ზაფხულში, სამი თვის განმავლობაში გრძელდება. მიზეზი მაღალი ნალექი და ინფრასტრუქტურის არარსებობაა, რაც კურორტზე ამ დროისთვისაც აქტუალური პრობლემაა.
უახლესი
10 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?15 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა