დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
BAG-ის წევრი კომპანია „ელპლუსი" ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს

BAG-ის წევრი კომპანია „ელპლუსი" ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს

25-10-2024 14:01:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ელპლუსი" 2025 წელს 20 მილიონიანი ინვესტიციით ახალი საწარმოს მშენებლობას იწყებს.

 

საწარმოს მთავარი ამოცანაა შექმნას მრავალფეროვანი პროდუქცია და მნიშვნელოვნად გაზარდოს წარმადობა, რაც თავის მხრივ, პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანის შესაძლებლობას გაზრდის. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროდუქციის ექსპორტირება ქართული ნაწარმის ცნობადობის ამაღლებას ხელს შეუწყობს. საწარმოში განთავსებული აღჭურვილობა დანადგარები უპასუხებს ყველა იმ თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს, რაც აღიარებულია მსოფლიოში.

ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში, 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება, რომელიც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ „ელპლუსი" აქტიურად მუშაობს დეველოპმენტის, წარმოების, ჰოსფითალითის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით. კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი სახელმწიფო, თუ სტრატეგიული პროექტი ქვეყნის მასშტაბით.

„ელპლუსი" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 500 ზე მეტი მსხვილი პროექტი აქვს განხორციელებული.

საქართველოში „ელპლუსი" 10-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდების ავტორიზებული წარმომადგენელია.

 

 

„ახალი საწარმოს გახსნა, რომლის მშენებლობის დაწყებასაც 2025 წელს ვგეგმავთ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან, მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის პროდუქციას შესთავაზებს. აღნიშნული საწარმო „ელპლუსს" უჩენს ჯანსაღ ამბიციას პოზიციონირება მოახდინოს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს, რაც, ამავდროულად პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე" განაცხადა კომპანია „ელპლუსის" დამფუძნებელმა პაატა ჭუმბურიძემ.

 

„კომპანია „ელპლუსი" წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 19 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. იგი წარმატებით ანვითარებს სახანძრო ინვენტარის წარმოებას საქართველოში. ახალი საწარმოს გახსნის შედეგად კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ ნაწარმს, რაც ცალსახად დადებითად აისახება „ელპლუსის" საქმიანობაზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები