აზერბაიჯანის საზღვაო პორტებში 2023 წლის იანვარ-ივლისში საქონლის გადაზიდვა 12,8%-ით გიაზარდა 2022 წლის 7 თვის მაჩვენებელთან შედარებით და 7 მილიონ 445,8 ათასი ტონა შეადგინა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მთლიანი მოცულობიდან 6 მლნ 111,9 ათასი ტონა, ანუ 82,1% საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთზე მოდის, 17,9% - ადგილობრივ ტვირთზე. ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის მოცულობის კლებამ 2022 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 0,6% შეადგინა.
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, აზერბაიჯანის პორტებში 285,7 ათასი ტონა ტვირთი დარჩა.
როგორც ცნობილია, 2022 წელს აზერბაიჯანის საზღვაო პორტებით საქონლის გადაზიდვამ 11 მილიონ 750,6 ათასი ტონა შეადგინა (ზრდა 32,4%).
აზერბაიჯანის ყველა პორტი (ბაქო, ასტარა, ლენკორანი და სუმგაიტი) კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ბაქოს პორტს აქვს ნავთობის დიდი ტერმინალები დუბენდსა და სანგაჩალში.
გარდა ამისა, 2014 წელს ბაქოს ზღვის ახალი საერთაშორისო პორტის ტერიტორიაზე სოფელ ალიატში ამოქმედდა საბორნე ტერმინალი, ხოლო 2018 წლის იანვარში Ro-Ro ტერმინალი ამოქმედდა.
უახლესი
34 წუთის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა