დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტომობილების წინა გვერდითა საქარე მინების უფრო მკვეთრად დამუქება გახდა შესაძლებელი

ავტომობილების წინა გვერდითა საქარე მინების უფრო მკვეთრად დამუქება გახდა შესაძლებელი

09-07-2024 09:51:00

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის 2 ივლისის ბრძანების თანახმად, მანქანის მინების დამუქების რეგულაციები იცვლება. 

კერძოდ, ავტომობილებში წინა გვერდითა საქარე მინების 60%-მდე დამუქება გახდა შესაძლებელი. აქამდე ეს მხოლოდ 40%-მდე იყო შესაძლებელი.

შს მინისტრის ბრძანების თანახმად, კვლავ უცვლელია წინა და უკანა საქარე მინების დამუქებაზე დაწესებული შეზღუდვები. 

კერძოდ, წინა საქარე მინის დამუქება შესაძლებელია 30%-მდე; უკანა გვერდითა მინების - 75%-მდე.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ პოლიციას შეუძლია 100 ლარით დააჯარიმოს მძღოლი, რომელიც დადგენილ სტანდარტზე 10%-ით მეტად დამუქებული მინების მქონე ავტომობილს მართავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები