დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტომობილების მეორადი ნაწილების იმპორტი მზარდია

ავტომობილების მეორადი ნაწილების იმპორტი მზარდია

18-01-2024 09:00:00

საქართველოში ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომობილების ნაწილების იმპორტი მზარდია. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 30,018.96 ათასი დოლარის ღირებულების ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომანქანების ნაწილების იმპორტი განხორციელდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 21,661.45 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 39%-ია. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 2023 წლის 11 თვეში ავტომობილების მეორადი ნაწილების იმპორტი თანხობრივად 93%-იან ზრდას აჩვენებს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების ნახმარი ნაწილების იმპორტში პირველ ადგილზე არაბთა გაერთიანებული საამიროებია, ხოლო შემდეგ გაერთიანებული სამეფო. მესამე ადგილს კი გერმანია იკავებს. 
აღნიშნულ ბაზარზე მოთამაშეების პოზიციები 2020 წლიდან იცვლება, როცა პირველ ადგილოსანი გერმანია უკვე არაბთა გაერთიანებულმა საამიროიებმა ჩაანაცვლა.
მეორადი ავტონაწილების იმპორტიორი ქვეყნების TOP-5:
•    არაბთა გაერთიანებული საამიროები - 7,778.43 ათასი დოლარი,
•    
გაერთიანებული სამეფო - 5,498.13 ათასი დოლარი,
•    
გერმანია - 5,057.04 ათასი დოლარი,
•    
ბულგარეთი - 2,776.18 ათასი დოლარი,
•    
იაპონია - 2,143.03 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები