ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების პრეფიციტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Caucasus auto market-ში განუცხადეს.
„2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავტომობილების გაყიდვები 10-15% ით შემცირებულია. გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე 2023 წლის დასაწყისში ავტომობილებზე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა, რომელიც წლის მეორე ნახევარში შემცირდა, რამაც გამოიწვია გასაყიდი ავტომობილების პრეფიციტი“,- აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება აპრილ-მაისის სტატისტიკას, კომპანიაში აცხადებენ, რომ caucasus auto market-ზე 2024 წლის I კვარტლის შემდეგ ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი 20%-ით არის გაუმჯობესებული.
„რაც იმას ნიშნავს, რომ პრეფიციტი თანდათან იკლებს. არსებული მონაცემებით ბესთსელერი მოდელებია: Hyundai Elantra, Volkswagen Jetta, Toyota Camry , Chevrolet Cruze. მიმდინარე წელს ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების განბაჟება, მსგავსი რეგულაციები აქვთ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც, შესაბამისად, ბაზარს მოთხოვნა შედარებით ახალ ავტომობილებზეა - 2015 წლიდან ზევით. რაც შეეხება ბიუჯეტს, ავტომობილი მომხმარებლისთვის აღარ არის 5-6 წლიანი ციკლის პროდუქტი, ისინი მოიაზრებენ, რომ უფრო ადრე უნდა განაახლონ საკუთარი ავტომობილი, შესაბამისად აქაც მოთხოვნა ბიუჯეტური ფასების ავტომობილებზე საშუალოდ 7000-10000$-ის ფარგლებშია“, - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის ავტომარკეტი, „კავკასიის ავტოიმპორტის“ ინოვაციური პროდუქტია, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა.
„ავტომობილის შერჩევისა და ყიდვის რთული და დამღლელი პროცესის გასამარტივებლად კავკასიის ავტო მარკეტმა ავტოშოპინგის უნიკალური გამოცდილება ერთ სივრცეში შექმნა. აქ მომხმარებელი იღებს რჩევებს კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანებისგან, ირჩევს და ადარებს ერთმანეთს სასურველ მოდელებს და ყიდულობს როგორც ერთიანი გადახდით, ისე - სხვადასხვა, მის საჭიროებებზე მორგებული სალიზინგო პროდუქტებით“, - აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი
1 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები