საქართველოში ბრუნვის მიხედვით მსუბუქი ავტომობილების ყველაზე დიდი ავტოიმპორტიორი კომპანიები ცნობილია. თუ საქსტატის მონაცემებს შევადარებთ, მინდინარე წელს, ბაზრის მსხვილი მოთამაშეების ხუთეულში ცვლილებები დაფიქსირდა.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წლის პირველ კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 ავტოიმპორტიორი კომპანია გამოიკვეთა, რომელთაც ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილები შემოჰყავთ.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ბიზნესრეესტრის მონაცემებით, შპს ელ თის - 100% რაუფ ხალილოვი ფლობს. კომპანიის დირექტორია ლაშა ლომიძე.
შპს კავკასიის ავტოიმპორტს ოთხი მფლობელი ჰყავს - ლევან სურგულაძე - 27.9% (წილს მართავს გიორგი სურგულაძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/) გიორგი სურგულაძე /ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/ 34.875%; დავით გულაშვილი - 10%, გიორგი გულაშვილი - 27.225%.
შპს ტოიოტა კავკასია - კომპანიის 100% ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი ფლობს.
შპს ტოიოტა ცენტრი თეგეტა - კომპანიის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თეგეტა მოტორსი ფლობს. ხოლო თავად შპს-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს თი ჯი ემ ჯგუფი - 98.78% და თემურ კოხოძე -1.22%, ფლობენ.
შპს ჯი-თი მოტორსის - 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯი-თი გრუპი ფლობს. ამ კომპანიას სამი მესაკუთრე ჰყავს - გიორგი თავდიშვილი - 33%, გიორგი გველესიანი - 34%, თემურ უსტიაშვილი - 33%.
2022 წელს ბრუნვის მიხედვით TOP - 5 ავტოიმპორტიორი კომპანიების სიაში შემდეგი მოთამაშეები იყვნენ:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
2023 წელის პირველ კვარტალში შპს „აკა“ და შპს ტოიოტა ცენტრი თბილისი ბრუნვის მიხედვით TOP-5-ში აღარ არიან, რომლებიც შპს ელ თიმ და შპს ჯი-თი მოტორსმა ჩაანაცვლეს.
უახლესი