დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავლაბარში, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში „წისქვილი ბაზრის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ავლაბარში, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში „წისქვილი ბაზრის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

14-09-2023 15:49:04

ავლაბარში, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში -  მოედანი, წისქვილი ბაზრის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ქართული და ევროპული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ჯანსაღი პროდუქტებით დამზადებულ ნახევარფაბრიკატებსა და მზა კერძებს.

წისქვილი ბაზარში მისულ მომხმარებელს დახვდება ცოცხალი ხილბოსტნეული, ნედლი ხორცი და თევზი, ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტები, მათ შორის, სხვადასხვა სახეობის ქართული ყველი, პურ-ფუნთუშეული, დანამატების გარეშე დამზადებული ნახევარფაბრიკატები და მზა კერძები. მეტი კომფორტისთვის წისქვილი ბაზარში განთავსებულია სუპერმარკეტიც, ყველა საჭირო პროდუქტის ერთ სივრცეში შესაძენად.

"წისქვილი ბაზარი რჩეული და ნატურალურ პროდუქტების ფართო ასორტიმენტს აერთიანებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს არჩევანი მხოლოდ საუკეთესო პროდუქტებს შორის გააკეთოს. გვიხარია, რომ წისქვილის ბაზარს კიდევ ერთი ახალი ფილიალი შეემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაზარი" კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაანებივრებს ჯანსაღი, ცინცხალი პროდუქციით", — ამბობს წისქვილი ბაზრის დირექტორი გიორგი ქაშიბაძე.

წისქვილი ბაზრის პირველი ფილიალი, რომელიც ვაკეში, რესტორან წისქვილის სივრცეში მდებარეობს, 2021 წელს გაიხსნა. ავლაბარში, საცხოვრებელ კომპლექსში მოედანი განთავსებული ახალი ობიექტი ბაზრის რიგით მეორე ფილიალია. მეტი დეტალისთვის ეწვიეთ წისქვილი ბაზრის Facebook გვერდს: https://www.facebook.com/bazari.com.ge

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები