დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა - ილია დარჩიაშვილი

ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა - ილია დარჩიაშვილი

29-06-2023 15:20:48

„გუშინ დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი დევიდ ო’სალივანი ვიზიტი საქართველოში, რომელიც კოორდინირებს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს ევროკავშირიდან. მასთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა მაღალი რანგის დიპლომატი აშშ-დან, რომელიც ასევე ამ თემატიკაზე მუშაობს - ბატონი ჯიმ ო’ბრაიანი და წარმომადგენელი - კუმარ იერი დიდი ბრიტანეთიდან. ამ ფორმატში პარტნიორების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა საქართველოში ენახათ ის გადადგმული ნაბიჯები, ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც ხელისუფლებამ გასწია და სწევს ამ ძალიან რთულ ვითარებაში.

„ზოგადად, ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა, პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა. თავის დროზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ საქართველო მყარად დაიცავს ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ჩვენმა პარტნიორებმა საკუთარი თვალით ნახეთ ის, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ. საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით, ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ჩვენს პარტნიორებთან,“ - განმარტა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„კიდევ ერთხელ დარჩნენ გაწბილებულნი ჩვენი ოპონენტები, რადგანაც ხშირად გვესმოდა მათი მხრიდან შეფასებები, საფუძველს მოკლებული ბრალდებები და ეს კეთდებოდა მათი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე და ამით ისინი აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, იმიჯს. მათგან ინსპირირებული, ჩვენ ასევე გვესმოდა არაერთი ევროპელი ჟურნალისტის თუ პოლიტიკოსის საფუძველსმოკლებული განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალში, რათა საქართველომ გააგრძელოს იმ შედეგების გაუმჯობესება, რომლებიც გვაქვს.“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა და განმარტა, რომ საქართველოს ძალა სიმართლეშია და რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან, საქართველოს მხრიდან ფინანსური სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები