დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავიაციის ინდუსტრიაში ჩვენ ისტორიაში პირველად, გვაქვს რეკორდული ციფრები ყველა მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი

ავიაციის ინდუსტრიაში ჩვენ ისტორიაში პირველად, გვაქვს რეკორდული ციფრები ყველა მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი

29-06-2024 11:00:00

ჩვენი ქვეყნისთვის გამოკვეთილად მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ავიაციის სექტორი, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე,- ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობას აქვს მნიშვნელოვანი როლი და მნიშვნელოვანი რესურსი იხარჯება იმაში, რომ გაიზარდოს პირდაპირი ფრენების რაოდენობა.

„უნდა შემოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია, რათა უზრუნველვყოთ პირდაპირი ფრენები, ჩვენთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქვეყნებთან. პირდაპირი ფრენები ბმაშია ტურისტული ნაკადების ზრდასთან. ჩვენთვის პრიორიტეტ ქვეყნებს წარმოადგენს ევროპის ქვეყნები, ყურის ქვეყნები და ე.წ. შორი მანძილის ქვეყნები. ამ სტრატეგიიდან გამომდინარე სასიხარულოა და მნიშვნელოვანია ის რომ, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად ოპერირებადი ქვეყნების რაოდენობა იზრდება. 2024 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ავიაციის ინდუსტრიაში ჩვენ ისტორიაში გვაქვს რეკორდული ციფრები ყველა პარამეტრის კუთხით. მათ შორის ავიაკომპანიებისა და პირდაპირი ფრენების რაოდენობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ესაა მგზავრთნაკადის რაოდენობა. პირველ კვარტალში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 1,5 მილიონ მგზავრს. ივნისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ ვუმასპინძლეთ რეკორდული რაოდენობის მგზავრს, რაც 2019 წელთან შედარებით 18%-იან გაუმჯობესებას, ხოლო ივნისის თვესთან 50%-იან მატებას გულისხმობს“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან მიმართებით ინტერესი მზარდია.

„ჩვენს ქვეყანაში მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების შემდეგ იწყებენ ფრენას ახალი ავიაკომპანიები. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის მეტი ტურისტი, შესაბამისად აეროპორტში გვყავს მეტი მგზავრი და რაღა თქმა უნდა დღევანდელი დღე არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და აეროპორტმა შეძლოს მიაწოდოს მნიშვნელოვანი სერვისები მათ შორის მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში Primeclass Lounge - ის განახლებული სივრცე და სწრაფი გასასვლელი (Fast Track) ოფიციალურად გაიხსნა. გაფართოებული ლაუნჯი უფრო მეტი მგზავრის კომფორტულ გარემოში მომსახურების საშუალებას იძლევა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები