დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აწარმოე საქართველოში“-ს თანადაფინანსებით აჭარაში „შალე კვირიკე“ გაიხსნება

„აწარმოე საქართველოში“-ს თანადაფინანსებით აჭარაში „შალე კვირიკე“ გაიხსნება

25-06-2023 00:00:57

რამდენიმე კვირაში კვირიკეს მთებში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა გაიხსნება - „შალე კვირიკე“ ასე ჰქვია ობიექტს, რომელიც სავარაუდოდ ივნისის ბოლოდან დაიწყებს სტუმრების მიღებას. 

„შალე კვირიკე“ ახალი პროდუქტია, რომელიც ყველასათვის უკვე კარგად ნაცნობი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსის „შატო კვირიკეს“ ერთგვარი გაგრძელებაა.

როგორც “შალე კვირიკეს“ მენეჯმენტი აცხადებს, „შალე კვირიკე“ „აწარმოე საქართველოში“-ს თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტია და ის ზღვის დონიდან 1050 მეტრზე, შავი ზღვის სანაპიროდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

უფრო კონკრეტულად „შალე კვირიკეში“ განხორციელებული ინვესტიცია 20 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 5 მლნ ლარი „აწარმოე საქართველოში“-ს  თანადაფინანსებაა. 

ტურისტული ობიექტი წლის 4 სეზონზეა გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ტურისტებს ზამთრის სეზონზეც მიიღებს.  რაც შეეხება მთაში საჭირო კომუნიკაციებს, უკვე გაყვანილია გზა და ამ ეტაპზე დენის და გაზის ტურისტულ ობიექტამდე მიყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. 

„შალე კვირიკე“ აერთიანებს რესტორანს და 20 კოტეჯს - პანორამული ხედებით კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ამ დროისათვის კოტეჯში განთავსების ფასები ცნობილი არ არის.

როგორც ტურისტულ ობიექტში განმარტავენ, დღის უდიდესი დროის განმავლობაში „შალე კვირიკე“ ღრუბლებში ექცევა, რაც ცხელ ზაფხულში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.

„თითოეულ კოტეჯს საქართველოს მწვერვალების სახელები დავარქვით - ასე მათ უფრო უნიკალურს ვხდით და შემეცნებით მნიშვნელობას ვანიჭებთ უცხოელი დამსვენებლებისათვის.

კომპლექსის გზაზე მდებარეობს კიდევ ერთი ტურისტული ლოკაცია - ალიფაშას ისტორიული წყარო, საუკუნოვანი ტყე და ხის უნიკალური ჯიშები, მათ შორის ცნობილი „უთხოვარი“. 

მართალია აჭარის რეგიონი ცნობილია შავი ზღვის სანაპიროთი და სახელგანთქმულია თავისი პლაჟებითა და კულინარიით, თუმცა ეს რეგიონი უნიკალურია მისი მთიანი რელიეფის ღირსშესანიშნაობებით“, - აცხადებენ „შალე კვირიკეს“ მენეჯმენტში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები