დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
"აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, 26 ქართული კომპანია მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Gulfood 2024 მონაწილეობს

"აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, 26 ქართული კომპანია მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Gulfood 2024 მონაწილეობს

23-02-2024 13:38:00

"აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, დუბაიში მიმდინარე საკვებისა და სასმელის საერთაშორისო გამოფენა Gulfood-ში, 26 ქართული კომპანია მონაწილეობს.

Gulfood 2024-ზე, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების პროდუქცია წარმოდგენილია ორ თემატურ პავილიონში, რომლებიც ჯამურად 200 კვ.. მოიცავს. წელს უპრეცედენტოა, როგორც გამოფენის ვიზიტორების, ისექართული პავილიონის სტუმრების რაოდენობაც - საერთაშორისო შემსყიდველები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ქართული პროდუქციის მიმართ.

"საკვებისა და სასმლის მწარმოებელი 26 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი დუბაიში, სექტორის უმსხვილეს გამოფენაზე. შევცვალეთ ქართული პავილიონის დიზაინიც, რომ ის უფრო თანამედროვე ყოფილიყო და მორგებოდა სპარსეთის ყურის ქვეყნების სტილს

გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა წელს უპრეცედენტოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს აქვთ საშუალება შეხვდნენ საკვებისა და სასმელის სექტორის უმსხვილეს შემსყიდველებს მსოფლიოდან. აქედან გამომდინარე ველოდებით, მნიშვნელოვან შედეგებს, რომელსაც საზოგადოებასთან ერთად შევაჯამებთ" - აღნიშნააწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

გამოფენაზე ქართული კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ პროდუქტებს: გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, წვენები, თხილი და თხილის პროდუქტები, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, კაკალი, ნუში, ხორცპროდუქტები, ყველი, ზღვის პროდუქტები, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები, ლიმონათი და სხვა.

Gulfood 2024-ის ფარგლებში, კომპანიებმა გამართეს B2B შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირების დასაექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები