დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

21-12-2023 09:21:00

21 დეკემბერს 19:00 საათზე, კლუბ „რესპუბლიკაში“ ათასწლეულის ფონდი, აშშ საელჩოს მხარდაჭერით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულებს გამოავლენს. კონკურსის ტრადიციული პარტნიორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. მეორე ადგილზე გასული გუნდს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ასაჩუქრებს აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტში, iD Tech ბანკში მონაწილეობით. მესამე ადგილზე გასულ გუნდი, კონკურსის გენერალური სპონსორის - ლიბერთი ბანკის დაფინანსებით, შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს. EPAM Georgia, მის რჩეულ გუნდს, სასწავლო ვიზიტით ლიეტუვაში უმასპინძლებს.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს დაასაჩუქრებენ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციები: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქპატენტი, ჯეოლაბი, აკადემია „ლეტერატო“ და allmarket.ge.

ღონისძიებაზე მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აშშ-ის საელჩოს და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონკურსში მონაწილე თორმეტი გუნდი წარმოადგენს მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში. წელს, კონკურსი მეცხრედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 400-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურის პირველ ეტაპზე 90 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 53% - თბილისიდან, ხოლო 47% - რეგიონის სკოლებიდან. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა თორმეტი გუნდი თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას. კონკურსში დღეისათვის 3,000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები