დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ასტრა პარკის“ სერვისების მომხმარებელთა 30% ტურისტია, მოთხოვნა იზრდება - კომპანია

„ასტრა პარკის“ სერვისების მომხმარებელთა 30% ტურისტია, მოთხოვნა იზრდება - კომპანია

24-05-2023 15:14:23

 უნივერსალური გასართობი სივრცის - ,,ასტრა პარკის“ სერვისებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. პოსტპანდემიური გამოწვევები კომპანიამ დაძლია და წარმატებით იღებს სტარტს ახალი სეზონისთვის.

გასართობი სივრცე ნებისმიერი ასაკის მსურველებისთვის არის გათვლილი და ინტერესიც დიდია, მათ შორის ტურისტების მხრიდან, რომლებიც ,,ასტრა პარკის“ მომხმარებლების 30%-ს შეადგენენ.

Business Insider Georgia - ს კომპანიაში განუცხადეს, რომ სპორტული და გასართობი ცენტრების ,,ასტრა პარკის“ დიდი უპირატესობა გამორჩეული და დახვეწილი ინფრასტრუქტურაა, განსაკუთრებით გადახურული ტრეკები, რომელსაც ამიერკავკასიის მასშტაბით ანალოგი არ აქვს.

„საქართველოში მაღალი ხარისხის სპორტული გასართობი ცენტრების სიმცირე აშკარაა. სამწუხაროდ, არის ეს პრობლემა, რის მოგვარებასაც ,,ასტრა პარკი“ წლების განმავლობაში ცდილობს და მაქსიმუმს აკეთებს, რომ თბილისის მოსახლეობას და მის სტუმრებს შეუნარჩუნოს მაღალი დონის გასართობი ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიანი თავის საყვარელ გართობას პოულობს.

გართობასთან ჰარმონიულად არის შერწყმული ჯანსაღი ცხოვრების წესი, რისთვისაც მაქსიმალური კომფორტია შექმნილი და ახალგაზრდებს მაქსიმალური სიამოვნების და ულევი ადრენალინის მიღება შეუძლიათ. ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნა დიდია, თუმცა ინტერესს იჩენენ ტურისტებიც, რომლებიც მომხმარებლების 30%-ს შეადგენენ.

,,ასტრა პარკის“ სავიზიტო ბარათია ამიერკავკასიაში ერთადერთი გადახურული ტრეკია, რომლის მსგავსი განვითარებულ ქვეყნებშიც კი იშვიათობაა. მსგავსი სერვისის დანერგვა დიდი ქალაქებისთვის გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, თუმცა ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს შეეჭიდოს ამ პრობლემას და თბილისს დაუტოვოს მაღალი დონის გასართობი სივრცე“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

„ასტრა პარკის“ ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიის ბაზაზეა კარტინგის სკოლა, სადაც მსურველებს 5-6 წლის ასაკიდან იღებენ.

სკოლაში ავტორბოლის საწყისებს პროფესიონალი ინსტრუქტორები ასწავლიან. გარდა ამისა, ხშირად ტარდება ტურნირები.

სულ ახლახან ,,ასტრა პარკში“ ჩატარდა არასრულწლოვანი ავტომრბოლელების შეჯიბრი, რომლის ფარგლებშიც ცენტრს სომხეთიდან რამდენიმე დელეგატი სტუმრობდა. ტურნირში ,,ავტოპარკის“ კარტინგის სკოლის მრბოლელმა გაიმარჯვა.

ცნობისთვის, კარტინგი - სპორტული გართობაა, რომელიც მთელს მსოფლიოში ლიდერის პოზიციებს მყარად ინარჩუნებს. მრბოლელები აღჭურვილნი არიან ჩაფხუტებითა და კისრის დამცავი სპეციალური კორსეტებით. სარბოლო მანქანები ფრანგული ფირმა SODIKART-ის წარმოების RT8 მოდელია, რომელსაც გააჩნია ჰონდას 270 კუბიანი ძრავი და მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.

„ასტრა პარკის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადახურული ტრეკი პირველად 2007 წელს მოეწყო საქართველოში. კომპანია სტაბილურად 20 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები