დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Astoria Grande-ს მომდევნო საკრუიზო მარშრუტში ბათუმი აღარ არის

Astoria Grande-ს მომდევნო საკრუიზო მარშრუტში ბათუმი აღარ არის

31-07-2023 09:46:21

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.

ამ დროისათვის კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ მარშრუტებში, რომელიც წლის ბოლომდეა გაწერილი ბათუმი, როგორც ერთ-ერთი მიმართულება ამოღებულია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სოჭიდან ბათუმის პორტში შემოსულ საკრუიზო ლაინერს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

ამჯერად კი გემი ბათუმს 31 აგვისტოს ეწვია. ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,  საკრუიზო გემი Astoria Grande სანქცირებული არ არის. ირკვევა, რომ გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები