დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არის მონაკვეთები, სადაც მოსამატებელია სამუშაოების ტემპი - ქარსელაძე რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე

არის მონაკვეთები, სადაც მოსამატებელია სამუშაოების ტემპი - ქარსელაძე რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე

27-02-2023 17:59:10

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის გეგმის შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

„არის მონაკვეთები, სადაც მოსამატებელია სამუშაოების ტემპი კონტრაქტორების მხრიდან და რაზეც ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს.

ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ძალისხმევის პირობებში, როდესაც კონტრაქტორები გაითვალისწინებენ როგორც საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ეს სრულიად შესაძლებელი იქნება.

ამ დროისთვის დაწინაურებულია მეორე და მესამე - ხევი-უბისა და უბისა-შორაპანის მონაკვეთები, თუმცა, ზოგიერთ მონაკვეთზე კონტრაქტორების მხრიდან მუშაობის მომატება აუცილებელია “- აღნიშნა ქარსელაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები