დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
APM Terminals Poti მსურველებს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობას აძლევს

APM Terminals Poti მსურველებს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობას აძლევს

29-07-2024 11:04:00

APM Terminals Poti მსურველებს ფოთის საზღვაო ნავსადგურში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. როგორც კომპანიაში განმარტავენ,  ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, APM Terminals Poti აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort!

„დაინტერესებულ პირებს პროგრამა გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის ოპერაციების სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას.

სწავლების, განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.

თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს.

მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში.

  • Lean ბიზნეს სისტემის გაცნობის შესაძლებლობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • კვებას.
  • ყოველთვიურ სტიპენდიას.

საცხოვრებელს, საჭიროების შემთხვევაში“, - აღნიშნულია APM Terminals Poti-ს განცხადებაში.

მსურველებს განაცხადის შევსება 30 აგვისტომდე შეუძლიათ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები