დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზის ბიუჯეტი 589 მლნ დოლარით განისაზღვრა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზის ბიუჯეტი 589 მლნ დოლარით განისაზღვრა

22-09-2023 13:08:02

ანაკლიის პორტის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ტენდერი რამდენიმე კვირაში გამოცხადდება. ირკვევა ისიც, რომ კომერციულმა საკონსულტაციო კომპანია „ემტიბიესმა“ პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა განაახლა და ამ ციფრების ასახვა უკვე ტენდერის პირობებში მოხდება. პროექტის პირველი ფაზის ბიუჯეტი 589 მლნ დოლარით განისაზღვრა. დავითაშვილის თქმით, ტენდერის საფუძველზე ეს ციფრი შესაძლოა დაკორექტირდეს. 

„უახლოეს ხანებში, რამდენიმე კვირის განმავლობაში ტენდერი გვექნება გამოცხადებული და ჩვენი მოლოდინით მიმდინარე წლის ბოლომდე მშენებელი კომპანიის შერჩევას და სამშენებლო სამუშაოების დაწყებასაც. რაც შეეხება ფინანსებს 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში ანაკლიის პორტის განვითარებისთვის ასახულია 20 მლნ ლარი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა თქვა, რომ პორტის მშენებელი კომპანიის შერჩევის შემდეგ პირველი ფაზის მშენებლობა 3 წელში უნდა დასრულდეს. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები