ვფიქრობ, პოზიტიურად დასრულება ამ თამაშის, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, იმიტომ, რომ კარგ ხასიათზე ჩავალთ, ასე ვთქვათ, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მონტენეგროსთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„კარგი სპარინგი იყო, მით უმეტეს, კარგ მეტოქესთან. ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ მათ, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ ჩემი მოსაზრებით. ბევრი ახალი რაღაც, რაც გვქონდა ტაქტიკურად, გამოვიყენეთ. ვცადეთ ახალი რაღაცები, რაც მწვრთნელთან ერთად გავიარეთ და ვამზადებდით ამდენი ხანი. ვფიქრობ, ეს თამაში წაგვადგება ჩვენ ევროპის ჩემპიონატისთვის“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგრო დაამარცხა. შეხვედრა, რომელიც პოდგორიცაში გაიმართა, საქართველოს სასარგებლოდ, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
უახლესი