ET პრეფორმების ქართულ ბაზარზე ლიდერი კომპანია ,,ალფა პეტი“ წარმოებას აფართოებს და აზერბაიჯანში გეგმავს ექსპორტზე გასვლას. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლიკა დოლმაზაშვილმა განუცხადა.
„ვზრდით საწარმოო სიმძლავრეს. გვემატება ახალი ჰასპის მე-7 დანადგარი და ამის მიხედვით გაიზრდება ჩვენი წარმადობაც. ჩვენი წარმადობის 100%-ს ვყიდით ადგილობრივ ბაზარზე. რაც შეეხება ახალ პროექტებს, დავამატეთ Pre ფორმის გამბერი დანადგარი და აპრილიდან შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებელს არა მხოლოდ Pre ფორმა კაფსულის სახით, არამედ, გაბერილი ბოთლი სხვადასხვა ლიტრაჟითა და დიზაინით. 0,5-დან 5-ლიტრამდე შეგვიძლია გავბეროთ ყველა ზომისა და ფერის ბოთლი. ერთ-ერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და მომხმარებელს შეგვიძლია შევთავაზოთ თავსახურები. აქედან გამომდინარე წელს უკვე სრული პაკეტი გამოგვაქვს ბაზარზე - Pre ფორმა, ბოთლი და თავსახური.
პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების წარმოების დიდი ნაწილის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. გარკვეული რაოდენობით ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გადის. წარმოებაში ვიყენებთ პოლიეთილენტერეფტალატის მაღალხარისხიან გრანულებს. ყველა ტიპის ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთან, ასევე რძისა და რძის პროდუქტების კომპანიებთან ვთანამშრომლობთ", - აცხადებს ლიკა დოლმაზაშვილი.
ჯამში წლიური წარმოება 500 მილიონი ერთეულია, საიდანაც IML ჭიქების წილი 15%-ია.
ამ ეტაპზე კომპანიაში 75 ადამიანია დასაქმებული. ცნობისთვის, ალფა პეტი / Alfa Pet -ი 2007 წელს ქალაქ რუსთავში დაფუძნდა.
კომპანიის დამფუძნებლები არიან “ EBRD” (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) და ,,GEAR HOLDING,, (დიდი ბრიტანეთი). კომპანია 24/7-ზე მუშაობს და ულტრათანამედროვე მანქანებითაა აღჭურვილი. კანადური წარმოების “Husky Injection Moulding” მანქანები აწარმოებენ სხვადასხვა სახის PET პრეფორმებს, ხოლო შვეიცარიული კომპანია “Kraussmaffer” მანქანა რძის კონტეინერების წარმოებისთვის გამოიყენება.
უახლესი