სადაზღვევო კომპანია ალდაგში ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის შეთავაზებები გრძელდება. მიმდინარე აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ავტომობილი ალდაგში ჰყავთ დაზღვეული, ამჯერად ველი სთორის ონლაინ მაღაზიაში, ავტო აქსესუარების სრულ ასორტიმენტზე, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებზე 30%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობა 10 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი.
„ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რაც სხვადასხვა ხელშესახები სარგებლის შეთავაზებასაც გულისხმობს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ პროექტი, რომლის თანახმად, დაზღვეულ მძღოლებს სხვადასხვა საჩუქარს ვთავაზობთ, რათა მათ დაზღვევასთან ერთად მაქსიმალური კომფორტი მიიღონ. ვცდილობთ, ეს სარგებელი უშუალოდ მანქანის მოვლასთან და მძღოლის კომფორტთან იყოს დაკავშრებული, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი დაზღვეულებისთვის კიდევ არაერთი საჩუქარი გვექნება,“ - აცხადებენ ალდაგში;
ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.
ალდაგი ავტო დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილი
უახლესი