დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალდაგი სატვირთო ავტომობილების მფლობელებს სიახლეს სთავაზობს

ალდაგი სატვირთო ავტომობილების მფლობელებს სიახლეს სთავაზობს

21-05-2024 14:14:00

ალდაგი ბიზნესისა დაგრინვეი საქართველოსპარტნიორობის ფარგლებში, სატვირთო ავტომობილისმფლობელი კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ალდაგში ავტოტრანსპორტისკორპორატიული დაზღვევის პოლისს შეიძენენ, „გრინვეი საქართველოშიტექდათვალიერების უფასოსერვისით ისარგებლებენ.

გრინვეი საქართველოტექინსპექტირების სფეროში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ექვსი წელია ბაზარზეოპერირებს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში. კომპანიის ყველა ცენტრიაღჭურვილია ACTIA- წარმოების ტექნიკით.   გრინვეი თანამშრომლობს ესპანური ტექინსპექტირებისკომპანია APPLUS-თან და საერთაშორისო ასოციაცია “CITA”-სთან, რომელიც სახელმწიფო და კერძოსექტორის ორგანიზაციებს აერთიანებს და ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებისასფეროში საქმიანობენ.

ტექინსპექტირების მთავარი მიზანი უსაფრთხოება და გარემოს გაუმჯობესებაა. ჩვენ, როგორც მაღალისოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს ისეთისერვისები შევთავაზოთ, რომელიც არა მხოლოდ ხელშესახები სარგებლის მიღებას გულისხმობს, არამედეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. ალდაგის ახალი მომხმარებლები, კორპორატიული მომსახურების ფარგლებში, გრინვეის სერვისცენტრებში ტექდათვალიერების მომსახურებას, უფასოდ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიიღებენ“ - აცხადებენ ალდაგში.

კორპორატიული დაზღვევის ბიზნესში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი საქართველოში წლებია ლიდერობს, როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და არის ერთადერთი სადაზღვევო კომპანიასაქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს (AM Best bb+).

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები