დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი საჰაერო სატვირთო მარშრუტი, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთს ჩინეთის გავლით აკავშირებს

ახალი საჰაერო სატვირთო მარშრუტი, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთს ჩინეთის გავლით აკავშირებს

24-07-2024 10:00:00

2024 წლის ივლისიდან ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა ახალ სატვირთო მარშრუტზე ოპერირება დაიწყო და ფრენებს და შესაბამისად ტვირთების ტრანსპორტირებას თბილისი-მეილანი-თურქმენაბათი-თბილისი მარშრუტზე მოხდეს. ამის შესახებ თბილისში თურქმენეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის პრესსამსახური თურქმენაბათის საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნული მარშრუტის ამოქმედება თურქმენეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

ახალი მარშრუტი ავსებს არსებულ სატვირთო საჰაერო მომსახურებას, რომელსაც 2023 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანია Geosky. მათი ფრენები სრულდება მარშრუტით თბილისი – ჟენჯოუ – თურქმენაბათი – სარაგოსა – თბილისი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები