მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობზე ,,თალასა ჯგუფის"/Thalassa Group მიმდინარე მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში დასრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,თალასა ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა თამარ ლომიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოთხოვნა სტაბილურია და ამ დროისთვის ბინების 10% გაყიდულია.
„მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მაისში დავიწყეთ. ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა გარემოში მიმდინარეობს მშენებლობა, რომელშიც მაღალი ხარისხის მასალებია გამოყენებული. შენობა ენერგოეფექტურობაზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბინების 10% გაყიდულია,
სტაბილურად იზრდება მოთხოვნა. ბინები წარმოდგენილია პანორამული ხედით ზღვაზე, ბოტანიკურ ბაღსა და მთებზე. ეს არის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ზღვიდან 800 მეტრის დაშორებით, მწვანე კონცხის ფერდობზეა", - ამბობს თამარ ლომიძე.
„თალასა ჯგუფის" კომპლექსი 110 ბინას მოიცავს. საცხოვრებელი ბინის ფართი 47მ2-დან 96.1მ2-მდეა. რაც შეხება ფასს, 850 დან 2000 დოლარამდეა სართულის და ხედის მიხედვით. კომპანიაში 15 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი