ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში სტარტაპებმა 2023 წელს რეკორდული 27 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიზიდეს, წერს Financial Times-ი PitchBook-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
წინა რეკორდი 2021 წელს დაფიქსირდა და 11 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს მოზიდული მთლიანი თანხის დაახლოებით ორი მესამედი მოდის Microsoft-ის, Google-ისა და Amazon-ის ინვესტიციებზე.
კერძოდ, პირველმა 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო OpenAI-ში, ChatGPT ჩეთბოტის დეველოპერში, ხოლო ბოლო ორმა პირობა დადო 6 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას Anthropic-ის სტარტაოში ჩადებდნენ, რომელიც OpenAI-ლიდან წამოსული ადამიანების მიერ შეიქმნა.
ამრიგად, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ინვესტიციების მოცულობით საგრძნობლად გაუსწრეს ვენჩურული ფონდებს.
FT-ის სტატიის თანახმად, სტარტაპებს ურჩევნიათ ითანამშრომლონ ტექნოლოგიური სექტორის დიდ კომპანიებთან, რადგან მათ შეუძლიათ უზრუნველყონ არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა და წვდომა ყველაზე მძლავრ ჩიპებზე, რომლებიც საჭიროა გენერაციული AI ინსტრუმენტების შესაქმნელად და მომზადებისთვის, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად გამოიყენება ChatGPT-ში.
უახლესი