დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აგრიაპი“ მაროკოში თაფლის ექსპორტს გეგმავს

„აგრიაპი“ მაროკოში თაფლის ექსპორტს გეგმავს

14-05-2024 11:00:00

მაროკოში ქართული თაფლის შეტანაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და სავარაუდოდ, წელს ამ ბაზარზე შესვლას შევძლებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „აგრიაპის“ დირექტორმა დავით ალექსიძემ განუცხადა.

„ამ ეტაპზე მოლაპარაკებები სრულდება და ხდება მაროკოს ხელისუფლებასთან თაფლის ექსპორტისთვის სპეციალური დოკუმენტაციის შეთანხმება და ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როცა მაროკოს ბაზარზე ქართული პროდუქცია პირველად შევა“, - ამბობს დავით ალქსიძე.

„აგრიაპი“ საქართველოს ბაზაზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანიას ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 30-მდე პარტნიორი საფუტკრე მეურნეობა და საწარმოში, მათგან შესყიდული თაფლის გადამუშავება ხდება. „საწარმოში ვამუშავბთ თაფლს, ხდება საბოლოო ფილტრაცია, ლაბორატორიული შემოწმება, ჩამოსხმა და რითეილის ქსელში გაშვება“, - ამბობს დავით ალექსიძე.

„აგრიაპის“ საწარმოში წელიწადში 30 ტონა თაფლის გადამუშავება ხდება. კომპანია ექსპორტის პარალელურად სიმძლავრის გაზრდას ააანონსებს. „გასულ წელს „აგრიაპის“ ბრენდით თაფლი გავიტანეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. წელსაც ვგეგმავთ ამ მიმართულებით ექსპორტს და აქცენტს ვაკეთებთ იორდანიის ბაზარზეც, თუმც ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ჯერ ჩანასახშია“, - ამბობს დავით ალექსიძე.

„აგრიაპი“ აწარმოებს ხუთი სახეობის თაფლს: აკაციის, გაზაფხულის, წაბლის თაფლი, ცაცხვის და ალპური. კომპანიას პროდუქცია შეაქვს სასტუმროებში 10 გრამიან შეფუთვით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები