დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აღმოაჩინე კულტურა WIZZ AIR-თან ერთად: საუკეთესო მიმართულებები ხელოვნების მოყვარულთათვის

აღმოაჩინე კულტურა WIZZ AIR-თან ერთად: საუკეთესო მიმართულებები ხელოვნების მოყვარულთათვის

24-05-2024 10:58:00

მნიშვნელობა არ აქვს, ხელოვნება თქვენი ცხოვრების მთავარი გატაცებაა, თუ არა  - ნებისმიერ მოგზაურობას, კულტურული აღმოჩენები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თუკი მთელი ცხოვრება გუსტავ კლიმტის საკულტოდ „კოცნის“ ნახვაზე ოცნებობდით, მაშინ დროა თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ. ან იქნებ, მარადიული ქალაქის შთამბეჭდავი ხელოვნებაა თქვენი სურვილების სიაში? ანდაც, იქნებ დასრულებამდე გსურთ საგრადა ფამილიას ლეგენდად ქცეული მშენებლობის მონახულება?

გული საითაც არ უნდა მიგიწევდეთ, Wizz Air პირდაპირი ფრენით, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ დაუვიწყარ კულტურულ თავგადასავალს, ჩვენ კი, ხელოვნების მოყვარულების საოცნებო მიმართულებებს წარმოგიდგენთ.

  1. ხელოვნებისა და ისტორიის სიმფონია - ვენა

ვენა, მუსიკის, ხელოვნებისა და იმპერიული სიდიადის ქალაქი, ნებისმიერ სტუმარს კულტურულ შოკს ჰპირდება. ქალაქში გასვლა ხომ ცოცხალ, დაუსრულებელ მუზეუმში შესვლას ჰგავს, სადაც ყოველი ქუჩის კუთხე მოგვითხრობს ხელოვნების ამბავს. შონბრუნის სასახლის სიდიადიდან, ბელვედერის არქიტექტურულ საოცრებამდე და (რაც მთავარია, კლიმტისკოცნამდე“), თითოეული შენობა კულტურის ისტორიას გვიყვება. ალბერტინას მუზეუმი თუ ალბერტინა მოდერნი, მსოფლიოში ცნობილი სახელმწიფო ოპერის თეატრი თუ წმინდა სტეფანეს კათედრალი - ვენა ყველაფერია, რაც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსებს.

  1. არქიტექტურული საოცრება - ბარსელონა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბარსელონა, ეს არის ქალაქი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. კატალონიური კულტურის უნიკალური ნიმუში, განსაცვიფრებელი არქიტექტურითა და დინამიკური ქუჩის ცხოვრებით, ნებისმიერი მოგზაურის საყვარელი ქალაქი ხდება. საკულტო საგრადა ფამილიადან დაწყებული, უცნაური პარკ გუელით დასრულებული, ეს ქალაქი ნამდვილად არის სათამაშო მოედანი ხელოვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის.

  1. მოგზაურობა დროსა და სილამაზეში - რომი

მართალია, რომ ყველა გზა რომში მიდის. მარადიული ქალაქი მოგზაურებს ხელოვნების ნამდვილ დღესასწაულს სთავაზობს. იქნება ეს უძველესი საგანძურის დიდებულება - შიშისმომგვრელად შთამბეჭდავი კოლოსეუმი თუ ვატიკანის წმინდა მიწა, მთელი ქალაქი არის ადამიანური ცივილიზაციის ხელოვნების ისტორია.

აიხდინეთ ბავშვობის ოცნებები, იმოგზაურეთ საყვარელ ქალაქებში, ისიამოვნეთ მსოფლიო ხელოვნების საოცრებებით, აირჩიეთ Wizz Air და მიიღეთ სრულიად ახალი გამოცდილება.

Bon voyage!

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები