დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და ბელორუსს შორის თავისუფალი ვაჭრობა იგეგმება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და ბელორუსს შორის თავისუფალი ვაჭრობა იგეგმება

15-09-2023 16:30:43

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ინალ არძინბა აცხადებს, რომ ბელორუსის ავტორიტარულმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთთან უბაჟო ვაჭრობის უზრუნველყოფა გადაწყვიტა. ინფორმაცია ბელორუსის მხრიდან ჯერ არ დადასტურებულა.

„დე ფაქტო, ჩვენთვის ეს ნიშნავს ეკონომიკურ აღიარებას. ბელორუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვისარგებლებთ ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა არძინბამ ახალ აფონში, გუდაუთაში, გაგრასა და პიცუნდაში ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, აფხაზეთი ბელორუსთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ამყარებს. გარდა ამისა, არძინბამ ისაუბრა ბიზნეს საბჭოს „აფხაზეთი- არაბთა გაერთიანებული საამიროების“ შექმნის გეგმებზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები