დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივ ბაზარზე სატაცურის წარმოება და ფასი შემცირდა - მიზეზები

ადგილობრივ ბაზარზე სატაცურის წარმოება და ფასი შემცირდა - მიზეზები

19-05-2023 09:33:48

 

 

 

სატაცურის მიმართ ცნობადობა იზრდება, თუმცა სასარგებლო თვისებებით გამორჩეულ ამ პროდუქტს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი მოიხმარს.

სატაცურის მწარმოებელი, კოოპერატივი „რკ ოზაანის“ ხელმძღვანელი ჯაბა გოგოლაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ წელს მოსავლის რაოდენობა შეუმცირდა, რაზეც ამინდმა ნეგატიურად იმოქმედა.

„საქართველოში სატაცური ნაკლებად ცნობადი ბოსტნეულია. მოსახლეობის 50%-მა საერთოდ არაფერი არ იცის ამ უნიკალური წარმოების შესახებ. მართალია დარჩენილმა 50%-მა იცის, მაგრამ აქედან ნახევარს სატაცური საერთოდ არ დაუგემოვნებია. ასეთი მოცემულობაა, მაგრამ ნელ-ნელა იზრდება ცნობადობა. მოთხოვნის გარკვეული ზრდის მიუხედავად, წელს სატაცურის ფასი შემცირებულია.

უკეთესი მოლოდინი გვქონდა, რამაც არც მოსავლიანობის და არც ფასის მხრივ არ გაამართლა, თუმცა ჩვენი პროდუქტი ხარისხით გამოირჩევა და სტანდარტს 100%-ით პასუხობს", - ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი.

მეწარმ წლევანდელ სეზონზე მოსავლის გაორმაგებას გეგმავდა, მაგრამ უამინდობის გამო სტრატეგია შეცვალა.

რაც შეეხება რეალიზაციას, ჯერჯერობით ორიენტირი ადგილობრივი ბაზარია და ექსპორტს ამ ეტაპზე არ განიხილავს.

გოგოლაშვილის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით სატაცური 2-3 ლარით იაფია. წელს 1 კგ სატაცურის საბითუმო ფასი 9-10 ლარს შეადგენს, ხოლო სუპერმარკეტებში 15-17 ლარის ფარგლებში იყიდება.

2023 წელს ,,რკ ოზაანის" ხელმძღვანელი 10 ტონა სატაცურის მოსავალს ელოდა, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი რეალურად 7 ტონამდეა. გასულ წელს კოოპერატივმა 5 ტონა სატაცური აწარმოა.

ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა.

ამ ეტაპზე მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 0,5 მილიონი ლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები