დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება

30-05-2024 16:32:00

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება. ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.

მისი განმარტებით, აჭარაში ბოლო თვეების განმავლობაში 10%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა.

„აქტიურად ვემზადებით ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. 9 ივნის მოხდება ოფიციალურად ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნა. მინდა მოვუწოდო ტურიზმის დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, კოორდინირებული მუშაობისკენ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ბათუმმა და აჭარამ ღირსეულად ჩაატაროს ტურისტული სეზონი და ღირსეულად ვუმასპინძლოთ ყველა სტუმარს.

ბოლო თვეების განმავლობაში უკვე 10%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა აჭარაში. ასევე, გვაქვს ზრდის დინამიკა ბათუმის აეროპორტში. უკვე, 12 მიმართულებით ხორციელდება ფრენები. შესაბამისად, მოლოდინები გვაქვს ძალიან პოზიტიური და უნდა შევძლოთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს აღნიშნული სეზონით.

ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება ბათუმი, აჭარა ტურისტულ სეზონს. ბათუმის ბულვარში განახლდა მთელი რიგი პარკები, ასევე, ველობილიკი, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. მაღალმთიან აჭარაში დინამიკურად მიმდინარეობს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. შესაბამისად, დამსვენებლებს ექნებათ შესაძლებლობა ახალ ტურისტულ ადგილებს, ლოკაციებს ეწვიონ წელს“, - განაცხადა რიჟვაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები