2024 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCPC) საოპერაციო დანახარჯი ჯამში დაახლოებით 60 მილიონ აშშ დოლარი იყო და კაპიტალური დანახარჯი კი დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი. ამის შესახებ BP Georgia-ს ანგარიშშია აღნიშნული.
SCPC ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში.
2024 წლის სამი კვარტლის განმავლობაში, SCP-ის გაზის საშუალო გატარება იყო 61.7 მილიონი კუბური მეტრი დღეში.
სამი კვარტლის განმავლობაში გავაგრძელეთ შაჰ-დენიზის კონტრაქტის ფარგლებში მოწყობილი საძიებო ჭაბურღილიდან (SDX-8) მიღებული მონაცემების შესწავლა, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ღრმად მდებარე ქანებში არსებული პოტენციური მარაგები.
შაფაგ-ასიმანის საზღვაო ბლოკზე მოწყობილ პირველ საექსპლუატაციო ჭაბურღილზე (SAX01), არსებული რესურსების შეფასება და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა მიმდინარეობს.
2024 წლის 20 სექტემბერს, ბიპი-მ და სოკარმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ბიპი აპირებს შეუერთდეს ყარაბახის ნავთობის საბადოს და აშრაფი-დან ულდუზუ-აუფარას საძიებო ტერიტორიის შესახებ არსებულ ხელშეკრულებებს.
The SCP Co-ს აქციონერები არიან: bp (29.99%), SGC (21.02%), LUKOIL (19.99%), TPAO (19.00%) და NICO (10.0%).
უახლესი
8 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?13 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა