რუსეთთან დაკავშირებული ზოგიერთი ეფექტი მცირდება, ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ მაკრო მიმოხილვაშია აღნიშნული. როგორც PMC წერს, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის არაერთი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.
„2023 წლის პირველ 9 თვეში 1.5 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოს საზღვარზე, დამატებით 20 ათასი გავიდა, რაც საქართველოდან რუსების გადინების საწყის ეტაპზე მიუთითებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რუსეთის მოქალაქეების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მომდევნო თვეებში ეტაპობრივად შემცირდეს“, აღნიშნულია PMC-ის კვლევაში.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ცხოვრობს საქართველოში. PMC კვლევითი
ცენტრის კალკულაციით, საქართველოში 2022-2023 წლებში ჩამოსული სულ მცირე 40 ათასი რუსეთის მოქალაქე დარჩა.
უახლესი
1 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?6 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად18 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა