დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
9 თვეში საქართველოს 3,655,576 საერთაშორისო ტურისტი ეწვია - წლიური ზრდა 35.2%-ია

9 თვეში საქართველოს 3,655,576 საერთაშორისო ტურისტი ეწვია - წლიური ზრდა 35.2%-ია

23-10-2023 17:10:31

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 

2023 წლის I-III  კვარტალში  საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.

9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.

2023 წლის III  კვარტლის მდგომარეობით  2,706,863  საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 80.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +19.4%-ს შეადგენს.

2023 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში  საქართველოში 1,725,093 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც   2019 წლის მონაცემის 92.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +15.4%-ია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები