დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
8 აგვისტოს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) გზაზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

8 აგვისტოს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) გზაზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

06-08-2023 11:59:07

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (კმ75 პკ4-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის შეკეთების სამუშაოების წარმოებისთვის 2023 წლის 08 აგვისტოს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე აღნიშნულ სარკინიგზო გადასასვლელზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება.

დროის აღნიშნულ პერიოდში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის (ასაქცევი) საავტომობილო გზიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯაპანა (კმ15)- ლანჩხუთის (კმ31) მონაკვეთზე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები