8-10 სექტემბერს საგამოფენო კომპანია Expo Batum-ის ორგანიზებით, ბათუმი სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-12 საერთაშორისო გამოფენა Batumi Build 2023-ს უმასპინძლებს. გამოფენა ბათუმის სპორტის სასახლეში (ლადო ასათიანის ქ. N 27) გაიმართება და 8 სექტემბერს 11:00 საათზე გაიხსნება.
Batumi Build 2023-ის მიზანი, სამშენებლო სფეროში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანებაა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს კონტაქტების მოძიებასა და შემდგმოში საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებას.
გამოფენაზე შესაძლებელი იქნება კომპანიებს შორის B2B შეხვედრების ორგანიზება. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ფასდაკლება და გათამაშება. Batumi Build 2023 გამოფენაზე მონაწილე კომპანიების სფეროებია: სამშენებლო ტექნიკის, მასალებისა და დანადგარების მწარმოებელი/რეალიზატორი კომპანიები, უძრავი ქონების სააგენტოები, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, ინტერიერისა და ექსტერიერის კომპანიები, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემის მწარმოებელი კომპანიები და არქიტექტურული დიზაინის კომპანიები.
გამოფენის მხარდამჭერები არიან: საქართველოს მთავრობა, აჭარის ა/რ მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), უძრავი ქონების პროფესიონალთა გაერთიანება (FIABCI-Georgia), საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია,
ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია(MÜSİAD), საქართველოს ტელვიზიები და გაზეთები.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
უახლესი