დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5 შეთავაზება საქართველოს ბანკისგან, რომელიც ბიზნესს ბუღალტერიის გამართვაში დაეხმარება

5 შეთავაზება საქართველოს ბანკისგან, რომელიც ბიზნესს ბუღალტერიის გამართვაში დაეხმარება

19-06-2024 19:41:00

თანამედროვე ბუღალტერია მხოლოდ ხარჯებისა და შემოსავლის აღრიცხვა არ არის. ეს არის კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული იარაღი, რომელიც მოიცავს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ანალიზსა და გააზრებულ დაგეგმვას. სწორი ბიუჯეტირება და ფინანსური მდგომარეობის მუდმივი შეფასება ნებისმიერი ზომისა თუ მიმართულების ბიზნესისთვის წარმატების წინაპირობაა. ამასთან, კარგი ბუღალტერია კომპანიას ეხმარება, შესაბამისობაში მოვიდეს საგადასახადო, სააუდიტო და იურიდიულ მოთხოვნებთან.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი კომპანიებისთვის მეტ შესაძლებლობას ქმნის ბუღალტერიის გასამართავად. ექსკლუზიურად საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის, არაერთი შეთავაზება მოქმედებს, რომლებზეც დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით.

50%-მდე ფასდაკლება ბუღალტრულ და საგადასახადო სერვისებზე

განსაკუთრებულ ფასად გთავაზობს მომსახურებას Loialté. იგი პირველი ქართული აუდიტორული და საკონსულტაციო ბრენდი, რომელიც ბუღალტრული  აღრიცხვისა და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით ISO 9001:2015 სერტიფიკატს (ხარისხის მართვის სისტემა) ფლობს.

Loialté აერთიანებს საგადასახადო, საბუღალტრო, იურიდიულ, სატრენინგო, ფინანსური მართვის, ბიზნესის განვითარების, ციფრული ტექნოლოგიებისა და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ მომსახურებებს. განსაკუთრებული შეთავაზების ფარგლებში კი, 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებ კომპანიის ბუღალტრულ და საგადასახადო სერვისებზე.

20%-იანი ფასდაკლება ბუღალტრულ სერვისებზე

თანამედროვე ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საბუღალტრო ოპერაციები გაციფრულებული ჰქონდეს — ამგვარად მათი წარმოება უფრო მარტივიცაა და მომგებიანიც. სწორედ საბუღალტრო და საგადასახადო მხარის გამართვაში, მათ გაციფრულებაში დაგეხმარება კომპანია ენთები, იგივე AccountAnts.

ენთების სერვისები მოიცავს სრულ ბუღალტრულ მომსახურებას თანამედროვე სააღრიცხვო პროგრამაში, სრულ საგადასახადო მომსახურებას, ფინანსურ რეპორტინგს, ბიუჯეტირებასა და ანალიზს, ძველი პერიოდების აღრიცხვის აღდგენასა და გასწორებას. განსაკუთრებული შეთავაზების ფარგლებში კი, საბუღალტრო სერვისებზე შენ 20%-იან ფასდაკლებასაც მიიღებ.

30%-მდე ფასდაკლება ბუღალტრული აუთსორსინგის მომსახურებაზე

საბუღალტრო მომსახურებაზე ფასები ზოგჯერ განისაზღვრება პაკეტებით, რომლებიც გარკვეული რაოდენობის ტრანზაქციებს აერთიანებს. მაგალითად, ფინანსურ-ბუღალტრული აუთსორსინგის კომპანია პოლარისი თვეში 100-მდე ტრანზაქციას 450 ლარად ახორციელებს, 300-მდე ტრანზაქციას — 750 ლარად, 500-მდე ტრანზაქციას კი — 1200 ლარად.

პოლარისის მომსახურებაში შედის ბუღალტრულ-ფინანსური აღრიცხვა; საგადასახადო კონსულტაციები, დეკლარაციებისა და ფინანსურ ანგარიშგების მომზადება, ინდივიდუალური რეპორტინგი. შეთავაზების ფარგლებში, ამ ყველაფერზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებ.

განსაკუთრებული ფასი საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ სერვისებზე

ბუღალტერიის გამართვასა და საგადასახადო ოპერაციების მოწესრიგებაში დაგეხმარება ფინანსური ექსპერტების კორპორაცია FEC, რომელიც ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა. განსაკუთრებული შეთავაზება მოიცავს სპეციალურ ფასს საბუღალტო, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებებზე.

მაგალითად, შეთავაზების ფარგლებში, ყოველთვიურ საბუღალტრო სერვისზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ, ერთჯერად მომსახურებაზე კი — 25%-იანი ფასდაკლებით. ამასთან, FEC საგადასახადო კონსულტაციასაც გაგიწევს, დაგეხმარება დაგეგმვაში, საგადასახადო აუდიტის წარმოებასა და საგადასახადო დავის პროცესშიც კი.

ამ ყველაფერთან ერთად, ბიზნესმომხმარებლებისთვის განკუთვნილი შეთავაზება ითვალისწინებს 20%-იან ფასდაკლებას საათობრივ იურიდიულ მომსახურებაზე და ამ მიმართულებით დამატებით 15%-იან ფასდაკლებას დეველოპერული კომპანიებისთვის.

სპეციალური შეთავაზება სხვადასხვა მიმართულებაზე Nexia-სგან

ნებისმიერი სერვისით სარგებლობისას მთავარია იმ კომპანიის მიმართ სანდოობა, რომელიც გარკვეული ტიპის სამსახურს გიწევს. Nexia კი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში და ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მიმართულებით განსაკუთრებულ პირობებს გთავაზობთ:

  • საერთაშორისო ხარისხის ბუღალტრული მომსახურება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სრულად გაციფრულებული და გამარტივებული ბუღალტრული პროცესები;
  • ინფორმაციის გაცვლის ავტომატიზებული პორტალი;
  • გამარტივებული დოკუმენტბრუნვის პროცესი, რაც კომპანიას სამუდამოდ მოაშორებს „ბუღალტრულ თავის ტკივილს”.

მთელ მსოფლიოში უამრავ კომპანიასთან თანამშრომლობით დაგროვილი Nexia-ს გამოცდილობა გარანტია თქვენი ბიზნესისთვის საჭირო ბუღალტრული პროცესების მაღალი ხარისხით გასამართად და მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად. უფრო ვრცლად შეთავაზების შესახებ გაიგებთ აქ.

შეთავაზებებით სარგებლობისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელი უნდა იყო. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს ანგარიში გახსენი ონლაინ, ან გადმოწერე ბიზნეს მობილბანკის აპლიკაცია Android ან iOS მოწყობილობისთვის.

ყველა შეთავაზება თქვენი ბიზნესისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები