დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
30 ტელეკომპანიის რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილს იმედი იკავებს, 30-ს BMG

30 ტელეკომპანიის რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილს იმედი იკავებს, 30-ს BMG

12-07-2024 19:27:00

Tri Media Intelligence-ს მიერ შედგენილი სატელევიზიო რეიტინგით, ყურებადობის მიხედვით ტელეკომპანია „იმედი“ ისევ ნომერ პირველი ტელევიზიაა.

როგორც Tri Media Intelligence-ს ვებგვერდზე განთავსებული ივნსის მონაცემებიდან ირკვევა „იმედის“ Share-ს მაჩვენებელი 23.94 შეადგენს და აღნიშნული მონაცემებით ტელეკომპანია მეორე ადგილზე მყოფ  საზ. მაუწყ. 1-ლი არხს საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით უსწრებს.

TOP-3-ს რუსთავი 2 ხურავს, რომლის მაჩვენებლებიც საზ. მაუწყ. 1-ლი არხის მაჩვენებლებს მცირედით ჩამორჩება.

Tri Media Intelligence-ს გამოქვეყნებული სატელევიზიო რეიტინგი ივნისის მონაცემებს ასახავს.

1. იმედი - 23.94
2. საზ. მაუწყ. 1-ლი არხი -  8.10
3. რუსთავი 2 - 7.91
4. პოს ტვ - 6.53
5. მთავარი არხი -5.34
6. ტვ პირველი - 4.52
7. ჯი დი ესი  - 3.51
8. პირველი არხი სპორტი -  2.25
9. კომედი ტვ - 1.51
10. მარაო - 1.10
11. მაესტრო - 1.02
12. ფორმულა - 1.01
13. ალტ ინფო - 0.70
14. სილქ უნივერსალი - 0.68
15. აჭარა - 0.56
16. ევრონიუს ჯორჯია - 0.30
17. ერთსულოვნება - 0.26
18. პალიტრა ნიუსი - 0.22
19. ობიექტივი - 0.18
20. კავკასია - 0.17
21. TVC - 0.16
22. სეტანტა სპორტ 1 - 0.10
23. ენკი-ბენკი - 0.09
24. TV 25 - 0.09
25. სტერეო+ - 0.07
26. რაგბი ტვ - 0.05
27. მიუზიკ ბოქსი - 0.05
28. სეტანტა სპორტ 2 - 0.03
29. სეტანტა სპორტ 3 - 00.02
30. BMG - 0.02
TRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) არის სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანია და მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერის KANTAR-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორი. კომპანია უზრუნველყოფს, რომ ხელმომწერებმა მიიღონ ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაცია სატელევიზიო მომხმარებელთა ქცევის შესახებ.

TMI ორიენტირებულია ინოვაციებსა და წამყვანი მზომი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო კვლევის პრაქტიკის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაზე. კომპანიამ 2016 წელს დაიწყო ოპერირება და საქართველოს ბაზრის ტელეყურების მონაცემებით უზრუნველყოფა. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ინდუსტრიას სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურება შესთავაზა.

(სამიზნე სეგმენტი - ინდ.4+ სტუმრების გათვალისწინებით / LIVE+Vosdal
ცვლადი - Share - სრული სატელევიზიო ყურებიდან არხის წილი)

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები