კურორტი გოდერძი ელექტროენერგიით ახალი, თანამედროვე ტიპის ქვესადგურიდან მარაგდება. მაღალი ძაბვის ქვესადგური უკვე შევიდა ექსპლუატაციაში და ეტაბრივად ხორციელდება აბონენტების მასზე დაერთება.
,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორიცელა ახალი ქვესადგურის მშენებლოსთვის, რომელიც თანამედროვე ტიპის ელექტრომოწყობილობებითაა აღჭურვილი და ასევე დამონტაჟებულია დისტანციური მართვის მოწყობილობა. მის მართვას, კომპანიის ცენტრალური სადისპეტჩერო, დისტანციურად ახორციელებს.
კურორტ გოდერძიზე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ასევე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც ქვესადგურს ახალი, 35კვ-ანი მიწისქვეშა ხაზით უკავშირდება.
ახალი ქვესადგურის მშენებლობით და ელექტოგადამცემი ხაზის რეკონსტრუქცია-მშენებლობით, კურორტი გოდერძი, საიმედო და ხარისხიანი ელექტროენერგიით მარაგდება.
უახლესი