დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2026 წელს საქართველოში მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმს სემეკი უმასპინძლებს

2026 წელს საქართველოში მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმს სემეკი უმასპინძლებს

25-08-2023 11:34:29

2026 წელს საქართველოში დაგეგმილია რიგით მეცხრე მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმი, რომელსაც სემეკი უმასპინძლებს. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია Facebook-ზე წერს. 

ფორუმის ფარგლებში საქართველოს 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, ენერგეტიკული გაერთიანების და ასოციაციების წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.

ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღეს რიგით მე-8 ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმში, რომელიც პერუში, ქ.ლიმაში გაიმართა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები