„მტევინომ“ 2025 წელს კოტეჯების მშენებლობას გეგმავს და ტურიზმში ინვესტირების გაგრძელებას კვლავ გეგმავს. წლის შეჯამებასა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ზაუტაშვილმა Business Insider Georgia - სთან ისაუბრა.
„ჩვენთან როგორც მოგეხსენებათ ორ პლატფორმას შეხვდებით. ერთია მეღვინეობა, ხოლო მეორე ტურიზმი. ტურიზმში საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვაკეთებთ, სრულდება საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოები, დავიწყებთ გაზაფხულიდან უკვე კოტეჯების აშენებას. მეღვინეობის მიმართულებით, დავამატეთ რამოდენიმე ახალი ღვინო - შევქმენით ახალი პროდუქტი. ასევე, ვმუშაობთ ახალ კონტრაქტზე და თუ ეს ახალი შეთანხმება დადასტურდება ანალოგიურად ინვესტიციის ჩადების საჭიროება გაჩნდება ჩვენს საწარმოში.
უნდა ითქვას, რომ 2024 წელი საკმაოდ კარგი, შედეგიანი წელი იყო და რეალიზაციის მხრივ, დაახლოებით 25%-იანი ზრდა გვქონდა“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილი.
კომპანია „მტევინო“- ს ყოველწლიურად რეალიზაციის ახალი ბაზარები ემატება, რაც კომპანიის ცნობადობას უწყობს ხელს და საბოლოო ჯამში მის პოზიციონირებაზეც ახდენს გავლენას.
„ყოველ წელიწადს ახალ-ახალი ბაზრები და ობიექტები გვემატება, როგორც საექსპორტო ასევე ადგილობრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ინტერესი საკმაოდ მზარდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, რომელიც რა თქმა უნდა ისევე უმაღლესი გვაქვს, როგორც გვქონდა გახნის დღიდან“, - ამბობს ნიკა ზაუტაშვილი .
ცნობისთვის, მეღვინეობა "მტევინო" ახალი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალურ სივრცეს წარმოადგენს. მარანი მდებარეობს საგარეჯოს რაიონის, სოფელ ხაშმში, თბილისიდან 40 კმ-ში. "მტევინო" საუკეთესო ადგილია ღვინისა და ვაზის ტრადიციების გასაცნობად.
უახლესი
43 წუთის წინ
ოქროს ფასი იზრდება2 საათის წინ
2025 წელს „მტევინო“ კოტეჯების მშენებლობას გეგმავს