დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლისთვის რითეილ კომპანიების 73% ონლაინ გაყიდვების ზრდას ელის - PMCG-ის კვლევა

2024 წლისთვის რითეილ კომპანიების 73% ონლაინ გაყიდვების ზრდას ელის - PMCG-ის კვლევა

19-12-2023 15:25:00

საქართველოში საცალო ვაჭრობის სექტორი მიმდინარე მდგომარეობას დადებითად აფასებს, რაც გლობალური საცალო ვაჭრობის სექტორში არსებული ტენდენციების მსგავსია. ამის შესახებ PMCG-ის რითეილის სექტორის კვლევაშია მოცემული. 

კვლევის ფარგლებში, რითეილერებმა შეაფასეს მათი მიმდინარე მდგომარეობა.

გამოკითხული რითეილ სექტორის წარმომადგენლების უმრავლესობა (64%) ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას დადებითად აფასებს, ხოლო 36% ნეიტრალურად. აღსანიშნავია, რომ უარყოფითი შეფასება არც ერთ რითეილერს არ დაუფიქსირებია.

მიმდინარე წელს (2023), წინა წელთან შედარებით, რითეილერთა 82%-ისთვის მზარდია გაყიდვების დინამიკა, ხოლო 9%-ისთვის − კლებადი. ამასთანავე, გამოკითხული კომპანიების 45%-ისთვის ონლაინ გაყიდვების დინამიკა 2023 წელს მზარდია, 27%-ისთვის წინა წლის მსგავსი, ხოლო 9%-ისთვის კლებადი. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კომპანიების 18%-ს არ გააჩნია ონლაინ გაყიდვები.

საცალო ვაჭრობის სექტორის მოლოდინები მომდევნო წელთან დაკავშირებით დადებითია. გამოკითხული კომპანიების 91% ელის გაყიდვების დინამიკის ზრდას 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2024 წლისთვის კომპანიების 73% ონლაინ გაყიდვების ზრდას ელის.

საქსტატის მონაცემებისა და კვლევის მიხედვით, საცალო ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია, რაც ასახულია საცალო ვაჭრობის ბიზნეს სექტორში ბრუნვის მოცულობითა და მისი წილით მთლიან ბრუნვაში. 2018-2022 წლებში9, საცალო სექტორში ბრუნვის მოცულობამ 89 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ხოლო, 2022 წელს, სექტორში ბრუნვა 23.9 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 2018 წელთან შედარებით, 69%-ითაა გაზრდილი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები