დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2024 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

03-07-2024 11:08:00

2024 წლის იანვრიდან დღემდე, APM Terminals-მა ფოთის პორტში მაისში ყველაზე მეტი 53 129 TEU კონტეინერი დაამუშავა. იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 272,178 TEU კონტეინერი დამუშავდა.
კონტეინერის დამუშავების მეორე კვარტლის მონაცემები: 
აპრილი - 45989 TEU
მაისი - 53129 TEU
ივნისი - 46548 TEU

2024 წლის 6 თვეში, APM Terminals Poti-მ ჯამში 158 საკონტეინერო გემი მიიღო:
საკონტეინერო გემების რაოდენობა მეორე კვარტალში:
აპრილი - 27 გემი
მაისი - 30 გემი
ივნისი - 27 გემი

2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით მზარდია მანქანების დამუშავების რაოდენობაც:
აპრილი - 6199 მანქანა
მაისი - 6469 მანქანა
ივნისი - 6943 მანქანა

ჯამში, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურში 39 762 მანქანა დამუშავდა.

მაისთან შედარებით ივნისში გაზრდილია გენერალური ტვირთის რაოდენობაც. 
2024 წლის დასაწყისიდან დღემდე, APM Terminals-მა ჯამში 120 144 ტონა გენერალური ტვირთი დაამუშავა, ხოლო აქედან მეორე კვარტლის მონაცემები ასეთია:
აპრილი - 30 720 ტონა
მაისი - 22 281 ტონა
ივნისი - 29 862 ტონა

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები