2024 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი 700 100 000 ლარით განისაზღვრა. ეს მაჩვენებლები კი 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 99 510 600 ლარით, ანუ 16,6%-ითაა გაზრდილი. 2024 წლის ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია შემოსავლებიდან მისაღები თანხებით, რაც 61 326 300 ლარით,12.8%-ით გაიზარდა და 541 100 000 ლარს შეადგენს.
2024 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 3 314 800 ლარით გაიზარდა და 139 763 900 ლარს შეადგენს. 2024 წელს მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებისთვის 1 500 000 ლარი დაიხარჯება, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის 487 680 ლარი, ხოლო „ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის 17 000 000 ლარი.
ბიუჯეტის პროექტის თანახმადვე, 576 960 ლარით გაიზარდა მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარება და 7 980 000 ლარს შეადგენს.
650 520 000 ლარითაა გაზრდილი რეკრეაციული ადგილების მოვლა. ამ მიმართულებით 2024 წელს აჭარა 13 214 856 ლარის დახარჯვას აპირებს.
2 660 000 ლარს შეადგენს გოდერძის და გომარდულის ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობის პროექტი, ხოლო 5 140 000 ლარს ჭვანას და მაჭახელას „ეთნოსოფელის“ განვითარების პროექტი.
2024 წლისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი 35 794 000 ლარით განისაზღვრა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 1 612 400 ლარით გაიზარდა და 66 210 810 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტს, ის 2 322 300 ლარით გაიზარდა და 19 918 000 ლარს შეადგენს. ზრდა წინა წელთან შედარებით 11.49%-ია.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10.7 მლნ ლარით იზრდება და 51 255 000 ლარს შეადგენს.
ასევე 10.7 მლნ ლარით იზრდება და 51 255 000 ლარს შეადგენს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.
2024 წლისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 14.9 მლნ ლარით იზრდება და 132 121 700 ლარს შეადგენს. მთლიანობაში ზრდა 13%-ია.
,,ჩვენ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ აჭარის 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გაიზარდა და 700 მილიონი ლარით განისაზღვრა. პირველად ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა ერთ მილიარდიან ნიშნულს. ეს მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ აჭარის თითოეულ მაცხოვრებელზე და განვახორციელოთ ის მიზნობრივი პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის. ვთვლი, რომ სწორ გზას და სწორ კურსს ვავითარებთ, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას თანაბრად ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც საჭიროებს დახმარებას, მხარდაჭერას, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე და კიდევ უფრო მეტი სოციალური პროექტი განვახორციელოთ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.
უახლესი