ავტომობილების სათადარიგო ნაწილების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია „ამბოლი“, ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციას აწვდის. კომპანია ბაზარზე გაფართოებასაც განაგრძობს და წლის ბოლომდე კიდევ 2 ფილიალის გახსნასაც აანონსებს.
თუ რას საქმიანობს „ამბოლი“ და როგორია მისი გეგმები, დეტალებზე Business Insider Georgia „ამბოლის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორს ზურა შალამბერიძეს ესაუბრა.
- დღეისათვის „ამბოლი ბაზარზე რამდენი ფილიალითაა წარმოდგენილი, როგორია კომპანიის გეგმები 2024 წელს?
- კომპანია „ამბოლი“ ამ დროისთვის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 18 ფილიალით არის წარმოდგენილი და წლის ბოლომდე 2 ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება: ვარკეთილსა და ივერთ უბანში.
2024 წელს „ამბოლი“ კვლავაც განაგრძობს გაფართოებას და საქართველოს მასშტაბით კიდევ 8 ფილიალის გახსნა მოიაზრება.
- „ამბოლი“ ბაზარზე რამდენიმე სახეობის პროდუქციის რეალიზაციას ახდენს, რომელიც თავის მხრივ ავტომობილების სათადარიგო ნაწილებთანაა დაკავშირებული. როგორია თქვენი შეფასება რამდენად მზარდია საქართველოში ეს ბაზარი და როგორია კონკურენცია?
- წლიდან წლამდე იზრდება ავტომობილების იმპორტის რაოდენობა, შესაბამისად, ავტო ნაწილების ბაზარიც მზარდია. ჩვენს სეგმენტში დიდი კონკურენციაა, თუმცა ვართ ისეთი პრემიუმ ბრენდების ოფიციალური პარტნიორები, როგორიცაა Goodyear, Nexen, Toyo tires, Mutlu, Duracell, Osram, Brembo, TMD, Wolf, Totach, ENI და ეს საშუალებას გვაძლევს ავტო პროდუქტების მიმართულებით ჩვენი ბაზრის წილიც მუდმივად გავზარდოთ.
ასევე, ამ მიმართულებით გვეხმარება ახალი სერვისების განვითარება და ავტომობილის მოვლის პროცესის გამარტივება.
დავნერგეთ მობილური ავტო სერვისი, რომლის საშუალებითაც თქვენი სახლის ეზოში ან სამსახურის პარკინგზე „ამბოლის“ მობილური სერვისი და პროფესიონალი მექანიკოსი მოგაკითხავთ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 15-ნოემბრიდან „ამბოლმა“ წარადგინა ახალი შეთავაზება - სუპერ გარანტია საბურავებზე. სუპერ გარანტიის ფარგლებში „ამბოლი“ მომხმარებელს საბურავს მექანიკური დაზიანების შემთხვევაშიც კი, უსასყიდლოდ შეუკეთებს, აღუდგენს ან დაუკომპენსირებს საბურავის ღირებულებას. სუპერ გარანტია სრულიად იცავს მომხმარებელს შესაძლო დამატებითი ხარჯებისგან და უმარტივებს მას ავტომობილის მოვლას.
წელს დაგვემატა ავტომობილის დეტალური შემოწმების სერვისი, წარმოიდგინეთ, რომ მანქანის ყიდვა ან გაყიდვა გსურთ და სათანადო შემოწმება გესაჭიროებათ. „ამბოლში“ მანქანას დეტალურად დაგითვალიერებენ და შეფასების დოკუმენტსაც მოგცემენ. ამის შემდეგ, კი თავად გადაწყვეტთ, მისაღებია თუ არა კონკრეტული ავტომობილის შეძენა.
- ავტომობილების რიცხოვნობის პირდაპირ პროპორციულად იზრდება თუ არა ქვეყანაში სათადარიგო ნაწილების რეალიზაციის ბაზარი და დღეს კონკრეტულად რომელ სეგმენტში ლიდერობს „ამბოლი“?
- სტატისტიკის მიხედვით ნამდვილად მზარდია ავტომობილების ბაზარი, წამყვან პოზიციებს ვიკავებთ მსუბუქ, სატვირთო და სპეც ტექნიკის საბურავებში, საავტომობილო ზეთებში, აკუმულატორებსა და სამუხრუჭე სისტემებში.
- „ამბოლი“ საქართველოში რამდენიმე გლობალური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ ბრენდებთან თუ მწარმოებლებთან და უნდა ველოდოთ თუ არა 2024 წელს თქვენი დახმარებით ბაზარზე რომელიმე ახალი ბრენდის ოფიციალურ გამოჩენას?
- ახალი ბრენდების დამატება მუდმივი პროცესია, „ამბოლი“ ყოველწლიურად ცდილობს ახალი და მომხმარებლებისთვის სანდო მწარმეობელები შემოიყვანოს ქართულ ბაზარზე. 2024 წელი ამ მიმართულებით განსაკუთრებული იქნება, რადგან მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე დასრულებული გვაქვს მსოფლიო ავტოინდუსტრიის 4 უმსხვილეს ბრენდთან და უახლოეს მომავალში ამის შესახებ ჩვენი მომხმარებლები შეიტყობენ.
- ბოლო პერიოდში უკვე საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდა, რომ ზამთრის პერიოდში ავტომობილებმა გადაადგილებისთვის სხვა ტიპის საბურავები უნდა მოიხმარონ. როგორია თქვენი დაკვირვება ბაზარზე, რამდენად არის ქართველ მომხმარებელში უკვე ეს კულტურა, თუ არ არის რატომ? და ასევე, თქვენს მაგალითზე, რამდენადაა გაზრდილი მოთხოვნა სეზონურად შესაბამის საბურავებზე.
- „ამბოლი“ ჩართულია უსაფრთხოების სტანდარტების მიმართ ცნობიერების ამაღლებაში და გვიხარია, რომ წინა წლებთან შედარებით საბურავების სეზონური ჩანაცვლების კულტურა მზარდია, ეს კი პოზიტიურ პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, ქართველი ავტომფლობელები მეტად ზრუნავენ გადაადგილებისას საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე.
სახელმწიფომ გადადგა ამ კუთხით საკმაოდ დიდი ნაბიჯი, როგორც დაანონსდა, შესაძლებელია 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე დაწესდეს შეზღუდვები ზამთარში ზაფხულის საბურავებით გადაადგილებაზე.
აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც მძღოლების, ისე მგზავრების უსაფრთხოებას ზამთარში. ჩვენთან საბურავების ჩანაცვლება ხშირად, ასოცირდება მხოლოდ გაწეულ არასასურველ ხარჯთან, აუცილებელია, გვახსოვდეს ის უპირატესობების, რაც სწორი საბურავით გადაადგილებას ახლავს. გამოცდილება ადასტურებს, რომ გადაადგილება სეზონის შესაბამისი საბურავით არის ბევრად უსაფრთხო, უმჯობესდება გზის საფარზე მოჭიდება, მცირეა სამუხრუჭე მანძილი და მძღოლს აქვს მანევრირების საშუალება.
საქართველო არის მაღალმთიანი რეგიონი, გვაქვს საშუალება, რომ ზამთრის კურორტებზე მაქსიმუმ 2-3 საათში მივიდეთ ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან, შესაბამისად, სწორი სეზონის საბურავით გარანტირებული გვაქვს შეუზღუდავი გადაადგილება.
რეალურად, ზამთრის საბურავების შეძენა გამართლებული ხარჯია, რადგან ზემოთ აღნიშნული არამატერიალური სარგებლის გარდა, მატერიალურადაც მოგებულ პოზიციაშია მძღოლი. ვუფრთხილდებით ზაფხულის საბურავს და სეზონური ჩანაცვლების წესის სწორად დაცვისას, ზამთრის ახალი საბურავი საშუალოდ 4-5 წელი თავისუფლად გვატარებს.
დასკვნის სახით კი, ავტომფლობელებს ვურჩევთ, რომ როგორც კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს ჩამოცდება, დროა თქვენი ავტომობილი გადააწყოთ ზამთრის სეზონის შესაბამისად და შეცვალოთ ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით.
უახლესი