დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელის ბიუჯეტში საპრივატიზაციო გეგმა ₾350 მილიონს შეადგენს

2024 წელის ბიუჯეტში საპრივატიზაციო გეგმა ₾350 მილიონს შეადგენს

02-10-2023 11:44:39

მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომელიც 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას და 3.0%-იან დეფლატორს ითვალისწინებს.

ამასთან, კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-იან ნიშნულზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლები წლიურად 9.4%-ით იზრდება მშპ-ის 24.9%-მდე და პრივატიზაციიდან მოსალოდნელი შემოსავლები 350 მლნ ლარზეა დაგეგმილი 2023 წლის მსგავსად.

ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები მშპ-ის 30.5%-ის დონეზეა დაგეგმილი, სადაც კაპიტალური ხარჯების მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს (2023 წლის მოსალოდნელი 8.6%-ია).

ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ვალი 2024 წელს მშპ-ს 38.2%-ს გაუტოლდება, რომლის კომპოზიციაში შიდა ვალის წილი იზრდება მშპ-ს 11.7%-მდე (2023 წლის 10.7%-დან), ხოლო საგარეო ვალის მცირდება მშპ-ს 26.6%-მდე (2023 წლის 27.7%-დან). 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები