დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წლის 9 თვეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 16 906 პირი ჩაიჭრა

2023 წლის 9 თვეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 16 906 პირი ჩაიჭრა

02-11-2023 23:48:02

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ Business Insider Georgia- ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შემოღების შემდეგ სტატისტიკური ინფორმაცია მიაწოდა. 

მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 25 აპრილიდან - 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შედეგი დაუფიქსირდა 21 293 პირს, ხოლო 2023 წლის პირველი იანვრიდან - 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე უარყოფითი შედეგი დაუფიქსირდა 16 906 პირს.

„აქვე განგიმარტავთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებული „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები“-ს 242 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც პირველი, ასევე მეორე ეტაპის ჩაბარება, მძღოლობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი, უფლება აქვს პრაქტიკულ გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.

აღნიშნულ ვადაში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დამაკმაყოფილებელი შედეგის მიუღებლობის შემთხვევაში, თეორიულ გამოცდასა და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას“, - ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

2022 წლის 25 აპრილიდან „B“, „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი. 

2023 წლის პირველი სექტემბრიდან „C“, „C1“, „D“, „D1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი. 

2023 წლის პირველი სექტემბრიდან „C“, „C1“, „D“, „D1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.

იგივე თემაზე: 

მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვებული 24 521 პირიდან ნახევარი ჩაიჭრა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები