დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელთან შედარებით ინტერესი გაზრდილია - Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

2023 წელთან შედარებით ინტერესი გაზრდილია - Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

11-07-2024 13:10:00

მოლოდინი გაქვს, რომ უფრო მეტ სტუმარს მივიღებთ და დატვირთულობა გაიზრდება, - ამის შესახებ სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს. თათია ჩიკვაიძე ამბობს, რომ სასტუმროს მაგალითზე წლის პირველი ნახევარი საკმაოდ დატვირთული იყო და განსაკუთრებული აქტიურობა ჩინეთის, ინდოეთის და გალფის ქვეყნების ბაზრებიდან შეინიშნებოდა

„მიმდინარე წლის 6 თვეში საკმაოდ დიდი დაინტერესებაა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო პირდაპირმა ავიარეისებმა და სავიზო რეჟიმის გამარტივებამ. შესაბამისად ამ სეგმენტზე საკმაოდ დიდი დატვირთვა მოდის და ასევე დიდია ინტერესი გალფის ქვეყნებიდან. ინტერესი საკმაოდ მაღალია, ჯავშნები საკმაოდ აქტიურად შემოდის შემდეგ თვეებზეც. წლის ბოლომდე ველოდებით ამ ბაზრებიდან კიდევ უფრო გააქტიურებას.

შარშანდელთან შედარებით ინტერესი გაზრდილია, თუმცა ეს ზრდა უფრო მოდის აზიის ქვეყნებიდან, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან“, - აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია.

იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში  2,123,816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +10%-ია.

2024 წლის მეორე კვარტალში  საქართველოში   1,720,516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია.

 აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,185,172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

 

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები