„ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება 2023 წელს“, - ამის შესახებ გალტენ & თაგარტის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ივლისში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 5.5%-მდე შენელდა, წინა თვის 7.7%-იანი ზრდის შემდეგ.
ჯამურად, 2023 წლის პირველ 7 თვეში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.2%-ით გაიზარდა. ივლისში ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, მშენებლობის, ვაჭრობის, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის დარგებში.
ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.
უახლესი