2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7 053.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი - 3 618.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 19.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2023 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 3 434.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.4 პროცენტით მეტია 2022 წლის სავაჭრო ბალანსზე.
2023 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4 125.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 58.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 476.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 20.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 892.0 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 12.6 პროცენტი).
2023 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 2 232.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 61.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 503.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 13.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურება 232.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი).
2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (1 022.3 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (958.1 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (423.8 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 57.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: რუსეთი (534.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (521.4 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (206.9 მლნ. აშშ დოლარი).
უახლესი
12 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია47 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს1 საათის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”