დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 31 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი

2023 წელს ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 31 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი

04-06-2024 14:08:00

კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებებს პენეტრაცია შინამეურნეობებზე 95.7%-ს შეადგენდა.

 

რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებზე ფიქსირებულ ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ყველაზე მაღალი პენეტრაციის მაჩვენებელი აჭარაში იყო და 137%-ს უტოლდებოდა. აჭარის შემდეგ, 136%-ით წარმოდგენილი იყო თბილისი. 98%-ით სამცხე-ჯავახეთი, ხოლო 85-85%-ით ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას შინამეურნეობების 72% მოიხმარდა. 66-66%-ით იყო წარმოდგენილი კახეთი და იმერეთი, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენდა. გურიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 58%-ს, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში კი - 19%-ს უტოლდებოდა. 

 

2023 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3385 სოფელია, საიდანაც 2541-ში აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 31 სოფლით მეტია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები